top of page

ახალი ტექნიკა და ახალი ხედვა

    ნაოსნობის სანავიგაციო – ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის სისტემამ ჩვენს ქვეყანაში განვლო ჩამოყალიბების რამოდენიმე ეტაპი ყოფილი საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის ფუნქციები, რომელიც დაკავებული იყო ამ საქმიანობით, თავის თავზე აიღო დამოუკიდებელი საქართველოს საზღვაო შეიარაღებულმა ძალებმა, ხოლო 2004 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 404-ით ჩამოყალიბდა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაზეც 2011 წლის 16 მაისამდე კონტროლს ახორციელებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო 2011 წლის 16 მაისიდან სამსახურის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება გადავიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე.


წინამორბედებისაგან ჩვენ დაგვხვდა ამორტიზებული მოძველებული მატერიალურ ტექნიკური ბაზა, რომლის ნაწილი ითხოვდა არც თუ ისე მცირე სახსრებს მათი ექსპლუატაციაში ყოფნისთვის, ნაწილი კი საერთოდ არ ექვემდებარებოდა აღდგენას, ხოლო ზოგი მათგანი მორალურად მოძველებული იყო და არ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად.


ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა შესაბამისი კადრების არ არსებობა, ფაქტიურად სამსახურის აბსოლუტური უმრავლესობა მუშაობდა არა პროფილით. სამსახურის  განვითარების დინამიკა უტოლდებოდა კოეფიციებტს „0“. სერიოზულ დონეზე არანაირი კავშირები არ არსებობდა არც სხვა ქვეყნის ჰიდროგრაფიულ სამსახურებთან და არც ამ სფეროში მოღვაწე არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.


მატერიალურ–ტექნიკური კუთხით საკმაოდ ძვირი ჯდებოდა დიდი მცურავი საშუალებების შენახვა, მათი ასაკი 50 წელს აღწევდა, რის გამოც მიღებული იყო გადაწყვეტილება ერთი მცურავი საშუალების, რომელიც ნაკლებად ფუნქციონალური იყო გასხვისება და ამ გზით დაზოგილი თანხების მოხმარება არსებულ მცურავ საშუალებაზე, თუმცაღა დღეს მოქმედი გემის ცვეთა 80%  შეადგენს და მისი გამოყენება დანიშნულებისამებრ სათანადო აღჭურვილობის გარეშე  შეუძლებელი ხდება, ამავე დროს არც თუ ისე უსაფრთხო. გემის ასეთი მდგომარეობა მიუღებელია, საჭიროა გამოინახოს თანხები ახალი სპეციალური პროექტით აგებული ჰიდროგრაფიული გემის შესაძენად, სადაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სავარაუდო მუშაობის რაიონების სპეციფიკა, გაძლიერებული კორპუსით და დიდი ღია გემბანით მასზე დამონტაჟებული 6 ტონიანი ჰიდრავლიკური ამწით. ეკიპაჟის რაოდენობა უნდა შეადგენდეს 7-8 კაცს, ექსპლუატაციის ვადა არ უნდა წარმოადგენდეს 25 წელზე ნაკლებს. ყველაფერი ეს შექმნის ოპტიმალურ პირობებს დასახული ამოცანების შესრულებისათვის. შედეგად მიღებული ეკონომიურ ეფექტს კომენტარი არც სჭირდება.


მუდმივად მიმდინარეობს სანავიგაციო–ჰიდროგრაფიული დანადგარების მოდერნიზაცია დღეს–დღეობით სამსახურის ბალანსზე 34 ერთეული ზღვაში ჩაშვებული სანავიგაციო მანათობელი და არამანათობელი ნიშანი და ხმელეთზე განთავსებული 48 ერთეული მანათობელი ნიშნები. აქედან 22 ერთეულზე მეტი სანავიგაციო ნიშანი საზღვაო თუ სახმელეთო განთავსებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე. სამსახურის სამოქმედო ზონა შეადგენს 152 მილს საზღვაო ზოლზე, აქედან 95 საზღვაო მილზე ჩვენი იურისდიქცია ვერ ვრცელდება. სანავიგაციო ნიშნებზე დამონტაჟებული ძველი ოპტიკური მანათობლები იცვლება ახალ დიოდურ მანათობლებზე. უკვე ეტაპობრივად ინერგება კონტროლისა და მონიტორინგის მულტიცენტრული მართვის სისტემა. საზღვაო სანავიგაციო ნიშნები, რომლის მომწოდებელი ძირითადად რუსეთი იყო მთლიანად ჩაანაცვლა ქართული წარმოების სანავიგაციო ნიშნებმა, რომლებიც უფრო მოდერნიზებულია და ღირებულებითაც 3-ჯერ იაფი ჯდება, რაც საშუალებას გვაძლევს დაზოგილი სახსრებით შევიძინოთ სხვა არანაკლებ საჭირო დანადგარები და ამით განვითარების ტემპები კიდევ უფრო გავზარდოთ.


მძიმე მემკვიდრეობის გამო კარტოგრაფიის კუთხით, შავი ზღვის საქართველოს მონაკვეთის ბათიმეტრიის არანაირი მონაცემები არ გაგვაჩნდა, არ არსებობდა საკვლევი ხელსაწყოებიც, რომლის საშუალებითაც მოხდებოდა მათი ფართო მასშტაბით შეგროვება.


ყველა საზღვაო ქვეყანაში ჰიდროგრაფიის სახე კარტოგრაფიაა, მიღებული იქნა სასწრაფო ზომები სათანადო აღჭურვილობის შესაძენად და ათვისების მიზნით, ასევე სპეციალური პროგრამებით აღჭურვა. გამომდინარე იქედან რომ აღნიშნული ტექნოლოგიების მწარმოებლები მსოფლიოში სულ რამოდენიმე კომპანიაა, ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა მათი პროდუქცია და შემდგომი სერვისი, მათი მიდგომა კლიენტებისადმი რეალიზაციის შემდგომ, არჩევანი შევაჩერეთ დანიურ კომპანია „reson”-ზე და მათგან შევიძინეთ უნიკალური მრავალსხივიანი ექოლოტი SeaBat 7125, რომელმაც საშუალება მოგვცა მოკლე პერიოდში ჩაგვეტარებინა კვლევები ნაოსნობის ინტენსიურ რაიონებში და შეგვექმნა IHO–ს სტანდარტებით ჰიდროგრაფიის ძირითადი პროდუქცია საზღვაო სანავიგაციო რუქები. აღსანიშნავია რომ შავი ზღვის აუზში არც თუ ისე ბევრ ქვეყანას გააჩნია ასეთი დანადგარი. სხვა ქვეყნის ჰიდროგრაფიულ სამსახურს თუ გააჩნიათ უმდიდრესი ისტორია ჰიდროგრაფიის განვითარებისა და უზარმაზარი ბათიმეტრიული მონაცემების არქივი, ჩვენს სპეციალისტებს დიდი ძალისხმევა დაჭირდათ, რათა ერთ წელიწადში  შეექმნათ პროდუქტი, ფაქტიურად ცარიელი ადგილიდან, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.


ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სანავიგაციო რუქები საჭიროებენ მუდმივ განახლება–კორექციას, რაც მოითხოვს ბათიმეტრიული კვლევების სისტემატიურ ჩატარებას, შტორმების შემდგომ, ასევე გეგმიურს კვარტალში ერთხელ, იმის გათვალსწინებითაც, რომ კოლხეთის მონაკვეთის სანაპირო ზოლის ლითო დინამიკური პროცესები ძალიან ინტენსიურია, მუდმივად უნდა მოხდეს სანაპირო ზოლის გეოდეზია და ასახვა. აღნიშნული სამუშაოების ოპერატიულად ჩატარებისათვის ახლო მომავალში ვგეგმავთ აღვიჭურვოთ სპეციალური მცირე ჰიდროგრაფიული კატამარანით, რომელიც თავისი მცირე მოცულობის გამო საშუალებას მოგვცემს მობილურები ვიყოთ და მონაცემები მოვიპოვოთ სწრაფი ტემპებით.


ზემოჩამოთვლილ ღონისძიებებს გააჩნია ეკონომიური ეფექტია, არც თუ ისე მცირე შემოსავლების მოტანა შეუძლია ჩვენი სამსახურისათვის.


საზღვაო გაფრთხილებების და მოსალოდნელი ცუდი არასანავიგაციო ამინდების შესახებ გემების ინფორმირების კუთხით იყო აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობა, სამსახურს გააჩნდა ერთადერთი სამოყვარულო სახმელეთო მეტეოსადგური და რომ არა რამოდენიმე გამოცდილი სპეციალისტის ყოფნა ამ სამსახურში თითქმის ზეპირი ვარაუდით ხდებოდა დღე–ღამეში 2–ჯერ ფაქტიური ამინდისა და პროგნიზის გადაცემა. ისიც მხოლოდ ფოთის მიმდებარე ტრავერსზე, რაცარ აკმაყოფილებდა საერთაშორისო კონვენცია ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ (SOLAS 74–ის) მოთხოვნებს. დღეისათვის სრულად ხდება ფაქტიური ამინდის  მიწოდება დღე–ღამეშე 4–ჯერ არა მარტო ფოთის, არამედ მთლიანად საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში არსებული ყველა პორტებისათვის, უახლესი მეტეო სენსორებითა და ოკეანოგრაფიული მეტეო ქერქეჭელით აღიჭურვა ბათუმისა და ფოთის პორტები, ასევე ანაკლიის სანაპირო ზოლზე დაყენებული იქნა სახმელეთო მეტეო სადგური, რითაც ფაქტიურად მთლიანად მოვიცავით სანაპირო ზოლი. მომავალ წელს ვგეგმავთ ოკეანოგრაფიული მეტეო ქერქეჭელით აღვჭურვოთ ყულევის პორტის შესასვლელი არხი, ტალღისა და წყალქვეშა დინების საზომი სენსორებით. პერსპექტივაში სამომავლოდ ვგეგმავთ დავნერგოთ გლობალური სისტემა NAVTEX–ი, რომლის საშუალებითაც ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეტყობინებების მიღება შეეძლებათ Georep–ის ზონაში შემოსულ ყველა გემებს (აღნიშნული სისტემა გააჩნია ყველა ქვეყანას). 


სპეციალისტების გადამზადების კუთხით სირთულეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ იმ სპეციალობის ადამიანები, რომლებიც ჩვენს სამსახურში მოღვაწეობენ ფაქტიურად საქართველოს სჭირდება 2-3 ადამიანი. სწორედ ამის გამო, არ არსებობს სპეციალური სასწავლო დაწესებულებები ამ პროფესიის ათვისებისათვის, ხოლო უცხო ქვეყანაში მათი წარგზავნა და დაფინანსება დაკავშირებულია გარკვეულ საკანონმდებლო დაბრკოლებებთან. იმედია ახლო მომავალში ეს ხარვეზები აღმოიფხვრება, ხოლო ამ ეტაპზე სამსახურშივე ხანდაზმული, დიდი სტაჟის მქონე სპეციალისტების მიერ ხდება ახალი პერსონალის მომზადება, ასევე დიდ გამოცდილებას და ცოდნას გვძენს საერთაშორისო კონფერენციებზე და ტექნოლოგიურ გამოფენებზე დასწრება, ასევე მჭიდრო კავშირი და კონსულტაციები უკრაინასა და თურქეთის ჰიდროგრაფიულ სამსახურებთან.


მიუხედავად არსებული პრობლემებისა მატერიალურ–ტექნიკური აღჭურვისა თუ პერსონალის მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, სამსახურმა სრულად შეასრულა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ბიუროს ტექნიკურ ექსპერტთან რეკომენდაციები და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში ნაოსნობის უსაფრთხოებას. სამსახურის განვითარების პრიორიტეტებში განსაზღვრულია შემდეგი მიმართულებები:
1.      სამსახურის გაწევრიანება საერთაშორისო ჰიდროგრაფიულ ორგანიზაციაში (IHO).
2.      საერთაშორისო რუქების წარმოების მიზნით, საერთაშორისო რუქების კატალოგში ზონების ლიმიტების და ნომერაციის მოპოვება.
3.      თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და უკვე არსებულის მოდერნიზაცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.
4.      ზღვის სიღრმეების კვლევების საწარმოებლად თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა.
5.      პერსონალის გადამზადება კარტოგრაფიისა და ჰიდროლოგიის სფეროში.

bottom of page